LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ძილის ნაკლებობა ტვინს აზიანებს

3028
1920-180502-slow-wave-sleep-banner

ახალი კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ძილის ნაკლებობის დროს ტვინის გარკევული უბნები ჰიპერაქტიურ რეჟიმში მუშაობენ, რაც საბოლოოდ მათ „გადაწვას“ და ჯანსაღი უჯრედების დაზიანებას იწვევს.

გლიალური უჯრედები თავის ტვინის უჯრედების ჯგუფია, რომლებიც პასუხს აგებენ ტვინში მეტაბოლური პროცესების წარმართვაზე და ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებაზე. გლიალური უჯრედები იცავენ თავის ტვინის ნეირონებს და ამუშავებენ მკვდარ უჯრედებს, თუმცა ქრონიკული უძილობის დროს ისინი ჯანმრთელ უჯრედებს ანადგურებენ და იქმნება ეფექტი, რომ ტვინი „საკუთარ თავს ჭამს“.

აღნიშნულ დასკვნამდე მეცნიერები თაგვებზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ. ისინი მღრღნელების ორ ჯგუფს აკვირდებოდნენ, რომელთაგანც ერთს ძილის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ ჯგუფში შემავალი თაგვების თავის ტვინის აქტივობაზე დაკვირვებით დადგინდა, რომ გლიალური უჯრედების ორივე ტიპი: ასტროციტებიც და მიკროგლიალური უჯრედებიც გაცილებით სწრაფად მუშაობდნენ და ამ პროცესში „ჭამდნენ“ ტვინის ჯანსაღ უჯრედებს.

თაგვების იმ ჯგუფში, რომლებსაც ძილში ხელი არ ეშლებოდათ, გლიალური უჯრედების აქტივობა ნორმის ფარგლებში იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმედღიანი უძილობის შედეგების აღმოფხვრა უმტკივნეულოდაა შესაძლებელი, ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებამდე ან თავის ტვინის ფუნქციონირების სხვა სახის დარღვევამდე მიგვიყვანოს“, – გვაფრთხილებენ მეცნიერები.

აქვე ისინი გვთავაზობენ ე.წ. „ძილის შკალას“, რომლის თანახმადაც:

ახალშობილს დღე-ღამეში 14-17 საათი უნდა ეძინოს, ჩვილს კი 12-18 საათი.

1-2 წლის ასაკის ბავშვებისათვის 11-14 საათი ძილია რეკომენდირებული, ბაღის ასაკის ბავშვებისათვის 10-13 საათი, ხოლო სკოლის მოსწავლეებისა და თინეიჯერებისათვის 9-11 საათი.

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია დღე-ღამეში 7-9, ხოლო ასაკოვანი ადამიანებისათვის 7-8 საათიანი ძილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g