LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ხელოვნური ინტელექტი მარტოობის განცდას აძლიერებს

111
ქირიას NEWS შაბლონი (6)

ფინეთში, Aalto University-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ე.წ. AI მოსაუბრე ბოტების ხანგრძლივი გამოყენება ადამიანებში მარტოობის განცდას აძლიერებს.

Ai ბოტები ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტებია, რომლებიც ცოცხალი კომუნიკაციის იმიტაციას ახდენენ და მომხმარებლებთან საუბარი თითქმის ნებისმიერ თემაზე  შეუძლიათ. ისინი მუდმივად ხელმისაწვდომია, არ იღლებიან და არ აკრიტიკებენ, რის გამოც ბევრისთვის „იდეალურ თანამოსაუბრედ“ აღიქმებიან.

თუმცა, კვლევის ავტორების განცხადებით, ასეთი ურთიერთობა რეალურ ადამიანებთან კომუნიკაციას აფერხებს. მომხმარებლებისთვის ცოცხალი ურთიერთობები თანდათან უფრო რთული, არაპროგნოზირებადი და ენერგიის მომთხოვნი ხდება. შედეგად, ზოგი ადამიანი რეალური სოციალური გარემოდან ნელ-ნელა იზოლირდება.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სოციალური ქსელების მომხმარებლების აქტივობა გააანალიზეს – შეადარეს პოსტები AI-თან ურთიერთობის დაწყებამდე და ერთი წლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტებში უფრო ხშირად ფიქსირდებოდა მარტოობის, დეპრესიისა და თვითდაზიანების ფიქრების ნიშნები, ვიდრე საკონტროლო ჯგუფებში.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო – ტექნოლოგია შეიძლება სასარგებლო იყოს, თუმცა მისი გადაჭარბებული გამოყენება სოციალური კავშირების შესუსტებას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები