LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლა როქსის“ ულამაზეს კაბაში გამოწყობილმა ჯენიფერ ჰადსონმა, ჰიუსტონის ლეგენდარული ჰიტი გააცოცხლა

140
ჯენიფერ ჰადსონი

ოსკაროსანმა ჯენიფერ ჰადსონმა ნამდვილი ფურორი მოახდინა American Music Awards-ის რიგით 50-ე ცერემონიაზე.

უიტნი ჰიუსტონის სიმღერების უბადლო შემსრულებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ვოკალისტი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა „ლა როქსის“ შავ გამჭვირვალე კაბაში, რომელიც უძვირფასესი თვლებით იყო გაფორმებული, ხოლო თავად ანსამბლს გრძელი ხელთათმანი ასრულებდა, რომელიც ასევე თვლებით იყო მორთული.

ჰადსონს გემოვნებით ჰქონდა შერჩეულიო სამკაულიც, რომელიც ერთი ერთში იმეორებდა მისი კაბის მბზინავი თვლების სტილსა და ფორმას.

American Music Awards-ზე ჰადსონმა მისი კუმირის, უიტნი ჰიუსტონის ლეგენდარული ჰიტი I Will Always Love You შეასრულა.

ჯენიფერ ჰადსონი სადღესასწაულო ალბომს აანონსებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები