კომპანია, Mattel-მა Barbie Signature-ის საკოლექციო ხაზის ექსკლუზიური თოჯინა გამოუშვა, რომელიც უიტნი ჰიუსტონის პატივსაცემად შეიქმნა.
პრეზენტაცია 9 აგვისტოს, მომღერლის დაბადების დღეს დაემთხვა.
ბარბის ახალი მოდელი ლეგენდარული არტისტის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და დასამახსოვრებელ იმიჯს იმეორებს.
პროდუქტის დიზაინი სრულად არის შთაგონებული მუსიკოსის საკულტო ჰიტის – I Wanna Dance with Somebody (Who Loves Me) კლიპით. თოჯინა ზუსტად იმეორებს ჰიუსტონის იმდროინდელ სტილს, ვარცხნილობასა და ჩაცმულობას. მწარმოებლების თქმით, ეს პროექტი შემსრულებლის მუსიკალურ და კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება.
ამრიგად, უიტნი ჰიუსტონი იმ მომღერლების სიას შეუერთდა, რომელთა თოჯინებიც Mattel-მა მუსიკალური ლეგენდების სერიის ფარგლებში უკვე გამოუშვა. მათ შორის არიან: აალია, სტივი ნიქსი, ტინა ტერნერი, დაიანა როსი და ელტონ ჯონი.