ავსტრალიელ ავტომოყვარულთა და მოტოციკლეტისტთა კლუბმა ყოველწლიური პრემიის Marcus-ის შედეგები გამოაქვეყნა. გამარჯვებული ნომინაციაში „ყველაზე ეკონომიური სიახლე“ კომპაქტურ მოდელებს შორის – 1.6 ძრავის მქონე Lada გახდა.
დასკვნების გაკეთებისას ექსპერტებმა ისეთი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს, როგორიცაა ავტომობილის ფლობის ღირებულება, რაც ავტომობილის ფასთან ერთად მოხმარებულ საწვავსაც მოიცავს, ასევე მნიშვნელოვანი იყო ყოველი გავლილი კილომეტრის ფასი და ამ მაჩვენებლებით „ლადა“ სრული ლიდერია, ის დაახლოებით- 15 190 ევრო ჯდება. მოდელის შენახვის ყოველწლიური ხარჯი კი 482 ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სხვა კატეგორიებში გამარჯვებულები გახდნენ – Smart Fortwo-ს ელექტრონული ვერსია – ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარება, Peugeot 508 – საშუალო კლასი, Dacia Duster- კომპაქტური ყველგანმავალი, Citroen C5 Aircross – დიდი კროსოვერი და ელექტრონული Jaguar I-Pace S – პრემიუმ ავტომობილი.