LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორის გამარჯვების შემთხვევაში მილიონ დოლარს მიიღებს

lado-afxazava

საუკეთესო ქართველი მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ლადო აფხაზავა ახლახან მსოფლიოს 50 საუკეთესო პედაგოგს შორის წარადგინეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ჟურნალი „თბილსელები“ ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გამოცემის დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა.

ლადო აფხაზავა:

„ამ კონკურსზე ათიათასობით აპლიკაცია იყო წარდგენილი. სამოცდაათი ქვეყნის რამდენიმე ათასი მასწავლებლიდან ფინალში 39 ქვეყნის 50 პედაგოგი გადავედით. გამარჯვებულისთვის საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია, მაგრამ არა პირადი კომფორტისთვის, ეს თანხა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებისთვის უნდა დაიხარჯოს. მას ათი წლის განმავლობაში გაძლევენ და მისი ხარჯვის პროექტი წინასწარ უნდა გქონდეს გაწერილი.

ჩემი პროექტები მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დახმარებას. მათ ბევრი საჭირო რესურსი არ აქვთ და მინდა, დავეხმარო. ჩვენს მუნიციპალიტეტში კი ბუფეტების პრობლემაა და ამ თანხიდან მათ მოგვარებას შევეცდები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები