ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალური ქსელში, მასწავლებლების ეროვნული ჯილდო ავრცელებს.
„დასრულდა პირველი სამუშაო დღე. ლადო უკვე ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩია. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი დღეა. კვირას კი – დაჯილდოების ცერემონია,“ – აღნიშნულია მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/tprize.ge/posts/2359397197626230?__xts__%5B0%5D=68.ARDOHYsxNTO4pgrQb3q-h3-mnfy3QfIY5W63hXWti_Ut-U2sgSYDDBzvZ3B4qrnsC7SteHv1_sXvBjafyK_1oHH8CaxMOKpduPXsIkg9ZCSBjG0Wrxg5gD6nOdvCoHUQkd8p02CvokjHb_A260NhdDyjdvhf4w8mG2yt20oq-VFIq19SBV31ifdk7spuPPs56v8Y2D9obj6hi9aumya8G7-GxBAyxVxBI4tUytaXf4–ntcxPh_UpRGsRM5IFSqiKPKztJoW_p9ARbNkOj3svFMLOFYkFQq2Q_WTdRhTbftY9nUDqNbwLdyVRBpTARyRMZy8zR8-hWVPezt7jsFGb9DUekxb&__tn__=-R
ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის არის დასახელებული.
