LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ათანელის საიუბილეო კონცერტი დღეს გაიმართება

685

ოპერის მომღერალი 25 წლის სასცენო მოღვაწეობას აღნიშნავს და საიუბილეო კონცერტს დღეს, 30 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე გამართავს. ღონისძიებას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს.

კონცერტში ლადო ათანელთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, ახალგაზრდა ტენორი ირაკლი კახიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვატო კახიძის დირიჟორობით.

ცნობილი ბარიტონის საიუბილეო კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ლადო ათანელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „თანადგომა“ ინიციატივით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g