7 ივლისს, ოპერაში ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამო გაიმართა, სადაც შესრულდა სცენები ოპერებიდან „ბედის ძალა“ (ჯუზეპე ვერდი) და „ტოსკა“ (ჯაკომო პუჩინი).
ლადო ათანელს პარტნიორობა გაუწიეს იანო ალიბეგაშვილმა და ბადრი მაისურაძემ, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტმა და ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებულმა არმაზ დარაშვილმა, ოპერის გუნდის მსახიობმა იური ასლანიშვილმა და სტაჟიორმა გიორგი ჭელიძემ. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.
საღამო დასრულების შემდეგ თეატრის წინ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნა.
ფოტო: ლადო ვაჩნაძე