ციხის კადრების ავტორს ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. ფაქტს წინ ორ მხარეს შორის კონფლიქტი უძღოდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, იდენტიფიცირებულია ორივე მხარე და გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.
ბედუკაძე კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა.