ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე უკრაინისთვის ლენდ-ლიზის გადაცემას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების საწინდარია.
„ხარება დილის ამბავი!!! ლენდ-ლიზი უკრაინისთვის!!! ამერიკის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინისთვის იარაღის შეუზუღდავი მიწოდების უფლებას აძლევს!!!
სწორედ ამერიკული ლენდ-ლიზის წყალობით დაამარცხა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა მოკავშირეების დახმარებით გერმანია.
ლენდ-ლიზი უკრაინისთვის – ეს უკრაინის გამარჯვების და რუსეთის მარცხის საწინდარია“!!! – წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ლენდ-ლიზი ესაა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით.
სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდასა და კარიბის ზღვაში.
პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.