ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორის ტყეში მონადირე დაიღუპა 23 წლის ახალგაზრდა, მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა. მას სავარაუდოდ, კლდეზე ფეხი დაუცდა და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სამაშველო ჯგუფები, მოგვიანებით კი ვერტმფრენი ჩართეს. ცხედარს რამდენიმესაათიანი ძებნის ოპერაციის შემდეგ მიაკვლიეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.