ლაგოდეხში, სოფელ კაბალში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცი მესაფლავედ მუშაობდა.
მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ მამაკაცის ტელეფონი და პირადი ნივთები იპოვეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.