ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მაგდა ხარაიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინფორმაცია “ფორტუნას” ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში დაუდასტურეს.
გოგონას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მაგდა ხარაიშვილი 28 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა.