LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

276
პოლიცია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქალი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ვარდისუბანში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას დაზიანებები თავის და მუცლის არეში აქვს მიღებული. დაჭრილი თბილისში, კლინიკაშია მოთავსებული.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელს ოჯახის სხვა წევრისთვის უნდა ესროლა, თუმცა ინციდენტის დროს სახლში მხოლოდ ქალი იმყოფებოდა.

„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება. 

magti 5g