LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე მეწყრის მასშტაბი გაიზარდა – 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

143
Untitled design (3)

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე პროვოცირებული მეწყრული პროცესების მასშტაბი გაიზარდა.

ამ დროისთვის, გზაზე ავტომანქანების მოძრაობა შეზრუდულია.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და პროცესში სამაშველო სამსახურის ჩართვა საჭირო არ გამხდარა.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიამ ამბროლაური-ცაგერის დამაკავშირებელ გზამდე მიაღწია.

ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს გეოლოგების ჯგუფი ადგილზე გუშინ გაეცნო.

მეწყრული პროცესების პროვოცირება მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია, შედეგად კი ჩამოშლილმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g