სოციალურ ქსელებში დაგროვილი „ლაიქები“ ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. ამ საკითხს კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტები იკვლევდნენ და დაადგინეს, რომ სოციალური ქსელების გავლენა მართლაც ძალიან დიდია.
ქსელები ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებენ, ხოლო ე.წ. ლაიქები კი იმას განსაზღვრავენ, თუ რამდენად კმაყოფილი იქნება ადამიანი თავისი ცხოვრებით. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ ადამიანის განწყობისა თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცვლილებას როგორც წესი, მისივე სტატუსები ადასტურებენ. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სოც-ქსელები იმაზე მეტ ინფორმაციას ინახავენ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.