ლალი მოროშკინა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობით და ჟიურის შეურაცხმყოფელი კომენტარებით უკმაყოფილოა. მან პროექტის დატოვება გადაწყვიტა და გუშინდელი პირდაპირი ეთერის შემდეგ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
„მე ჩავიფსი“- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში “გავუტარებ” ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს – მე აღარ ვარ მე!
როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას (ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა, რომ მე ეს არ მეხება?- მე, მე არ ვარ!!!
როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24-საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები – მე, მე აღარ ვარ!
როდესაც ჩემი კოლეგის Tornike Kverenchkhiladze-ის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ – ვინ ვარ მე?
*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!
* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!
* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!
ყველას დიდი მადლობა და ნახვამდის!
P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე… სე ლა ვი“