LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი მოროშკინას უმცროსმა ვაჟმა იქორწინა: „ვიყავით თანამონაწილე იმ საოცრად ლამაზი, დახვეწილი და გრანდიოზული სანახაობისა, რაც ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს“

15847
ლალი მოროშკინას შვილის ქორწილი

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შვილის ქორწილის კადრებს ავრცელებს.

როგორც ფოტო-ვიდეოკადრებიდან ჩანს, მოროშკინას უმცროსი ვაჟი, გიორგი გოთვაძე დაქორწინდა.

საქორწილო წვეულება “თბილისის ზღვის კლუბში” გაიმართა, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილმა არაერთმა სახემ მოიყარა თავი.

როგორც ქორწილში მყოფები აღნიშნავენ, გრაციოზული სანახაობის მომსწრენი გახდნენ, რაც ჰოლივუდურ ფილმებში უნახავთ.

„გიოს და ვერას გაუმარჯოს ❤️❤️.

ამ დაუვიწყარი ქორწილის წვეულებაზე მოწვეული საზოგადოება მხოლოდ სტუმარი არ ყოფილა – თითოეული ჩვენთაგანი ვიყავით თანამონაწილე იმ საოცრად ლამაზი, დახვეწილი და გრანდიოზული სანახაობისა, რაც ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს… დეტალებს არ დავწერ(ალბათ, ნებართვა უნდა ავიღო აქ რომ დავწერო), თუმცა ეს წვეულება ქორწილზე მეტი იყო: სტუმრების დახვედრა და ნეფე-პატარძლის თეთრ იალქნიანი ნავით მოცურება ხელმოწერის ცერემონიალზე, შემდეგ დიდებული პურ-მარილი, მოლხენა, სიმღერა, ცეკვა და გართობა ჩოხა-ახალუხიდან დაწყებული, ბოშური, ჯაზური, ქართულ-ევროპულ-ამერიკული საესტრადო ჰიტებით და ცოცხალი ბენდით დასრულებული… თამამად ვწერ თითოეული სტუმარის სახელით მადლობას. საოცრება საღამოს მომსწრეები გავხდით ჩემო ლალი და მიშა… მადლობა ამ ჯადოსნური თბილისური წვეულებისთვის “❤️🙏, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი ბერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g