ლამარა აბჟანდაძე, რომელიც აცრის სასარგებლო პოსტებს ხშირად წერდა და თავადაც ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა, „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული გახდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
„ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პირადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დასჭირდა? მაგრამ იმწამსვე მომახარა, ბებო 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ, ხიდაშელზე, გათამაშებაში ეწერა, ლ. ხ. – ეს მე ვარ, ლამარა აბჟანდაძე..
ყველას გირჩევთ, აიცრათ.
ხოლო ვინც აცრილები ხართ, შეამოწმოთ საიტზე, მოიგეთ თუ არა“.