რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ სოფო ბუთურიშვილი სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა მსმენელს ახალი სიმღერა, „ავმღერდე მინდა“ წარუდგინა და სამომავლო გეგმები გაუზიარა.
სოფო, ვისაუბროთ სიმღერაზე „ავმღერდე მინდა“.
სიმღერის სატელევიზიო სიმღერა უკვე იყო. სიმღერის ავტორი, როგორც ყოველთვის, ჩემი მეგობარი, ჩემი საყვარელი ადამიანი, კაკი ბოლქვაძეა და დიდი მადლობა მას. ტექსტის ავტორია შორენა ტაბატაძე. არანჟირება გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. ლამაზი, პოზიტიური სიმღერა გამოვიდა.
ვიდეორგოლის გადაღებას თუ გეგმავ აღნიშნულ სიმღერაზე?
კი, ნამდვილად ვაპირებ. უბრალოდ, ყველაფერს დრო უნდა. მიზანი ძალიან ბევრი გვაქვს, მთავარია განხორციელება.
როგორია სამომავლო გეგმები?
სულ რაღაც სიახლე მინდა. მინდა, ახალი შევქმნა, ახალი გავაკეთო, მსმენელამდე მივიტანო. თითქმის დაწერილია ახალი სიმღერა. კიდევ ერთი მხიარული სიმღერა იქნება. ვფიქრობ, პოპურის გაკეთებასაც. გეგმაში ძალიან ბევრი რამ არის.
სოფო ბუთურიშვილი – ავმღერდე მინდა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოფო ბუთურიშვილი & მიშა აბრამიძე – ძველი ჰანგი. Live
სოფო ბუთურიშვილი. ვიდეოკოლაჟი