LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini 4 დღიან სამუშო კვირაზე გადადის

119
lamborghini

სპორტქარების იტალიური მწარმოებელი Lamborghini 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადადის. ქარხნის ადმინისტრაცია გახდა მსოფლიოში პირველი ავტომწარმოებელთა შორის, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ცვლილების ინიციატორი პროფკავშირები იყო.

ამჟამად მუშები რომლებიც ორ სმენაში მუშაობენ, 5 დღიან სამუშაო კვირას 4 დღიანით ჩაანაცვლებენ. შედეგად სამუშაო დღეების რაოდენობა მათ წელიწადში 22 დღით შეუმცირდებათ.

ხოლო მათთვის, ვინც სამ სმენაში მუშაობს, მათ შორის ღამითაც, სამუშაო დღეების რაოდენობა წელიწადში 31 დღით შეუმცირდება.

ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ხელფასი არ შეიცვლება. უფრო მეტიც, პროფკავშირებმა იმდენს მიაღწია, რომ პრემიის ოდენობა გაზარდა.

4 დღიანი სამუშაო კვირის ანალოგიური სქემა მოქმედებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ესპანეთში, სადაც ხალხს ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები