LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini ფრანკფურტში 1000 ძალის ჰიპერქარს გამოიყვანს

98
lamborghini-grey

ფრანკფურტის ავტოსალი 10 სექტემბერს გაიხსნება და ავტომოყვარულებს წინ ძალიან ბევრი სიურპრიზი ელით. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი იტალიური კომპანიის Lamborghini-ს ჰიპერქარი იქნება.

როგორც ბრიტანული გამოცემა  Autocar იუწყება, იტალიელები სუპერ პრემიერისთვის ემზადებიან. ჰიპერქარი შეზღუდული ტირაჟით გამოვა, ავტომობილს კოდური სახელი LB48H ეწოდება და ის მთლიანად ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს. V12 ძრავი რამდენიმე ელექტრო ძრავთან ერთად 1000 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს.

ჰიპერქარის ღირებულება 2 მილიონ ნახევარ დოლარს აღწევს. მოდელის ტექნიკური მახასიათებლები ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება, თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ჰიპერქარი მინიმუმ Aventador-ზე უკეთესი მაინც იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g