Lamborghini-მ 8 000 სუპერქარი Huracan გამოუშვა. კომპანიამ საიუბილეო ავტომობილის ბაზარზე გამოსვლა ნაცრისფერი ფერის Spyder–ით აღნიშნა. როგორც ცნობილია, სუპერქარის მფლობელი ბრიტანელი მყიდველია და მას ავტომობილს პირდაპირ სახლში მიართმევენ.
შეგახსენებთ, რომ Lamborghini Huracan-ის პირველი მოდელის – 10 ცილინდრიანი ძრავის მქონე Gallardo-ს ტირაჟი 14 022 იყო. რაც შეეხება ფლაგმან Aventador-ს კომპანიას სულ 5 ათასი ეგზემპლარი აქვს აწყობილი.
შეგახსენებთ, რომ Huracan-ს მყიდველებს კი არჩევანის გაკეთება კუპე LP 610-4-სა და LP 580-2-ს შორის თავისი სურვილის მიხედვით შეუძლიათ.