LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ ავტომობილების რეკორდული რაოდენობა გაყიდა

113
lamborghini

კომპანია Lamborghini-მ, პირველად ისტორიაში, 10 ათასი მანქანის გაყიდვა შეძლო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრენდი 2023 წელს 700 მილიონი ევროთი გამდიდრდა. უახლესი მონაცემები კომპანიის წლიური ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.

იტალიური ბრენდის ყველაზე წარმატებული მოდელი ისევ კროსოვერი Urus-ია – მოდელი 6087 ერთეული გაიყიდა. პოპულარობით მეორე ადგილს Huracan იკავებს და მესამე -Aventador-ია. გასულ გაზაფხულზე წარმოდგენილი ჰიბრიდი Lamborghini Revuelto სიაში საერთოდ ვერ მოხვდა, რადგან მისი კლიენტებთან მიწოდება მხოლოდ წელს უნდა დაიწყოს. თუმცა, მოდელს საკმაოდ დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, რამეთუ წინასწარი შეკვეთები 2 წლით ადრე დაიწყო და ჯავშნების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები