LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini–მ პირველი ელექტრომობილის გამოსვლის თარიღი დაასახელა

135
lamborghinji45

კომპანია Lamborghini–მ სამოდელო ხაზის ეტაპობრივი ელექტროფიკაციის გეგმა წარადგინა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას იტალიური მწარმოებელი 2023 წლიდან დაიწყებს, პირველი სრულად ელექტრონული მოდელის წარდგენა კი ათწლეულის მეორე ნახევარში იგეგმება.

ახალ სტრატეგიას Direzione Cor Tauri ეწოდება და მასში ძალიან დიდი აზრია ჩადებული. პირველ რიგში Cor Tauri ლათინურად როგორც „ხარის გული“ ისე ითარგმნება და კომპანიას მისი მეშვეობით იმის თქმა სურდა, რომ მომავლისკენ სწრაფვის დროს ბრენდი პრინციპების ერთგული დარჩება. გეგმა შიდა წვის ძრავაზე სრულად უარის თქმას არ გულისხმობს, ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ მისი რეალიზაცია სამ ეტაპად იქნება დაყოფილი.

პირველი ეტაპი 2021–22 წლებს მოიცავს და კომპანიის ისტორიას და გამორჩეული მოდელებისთვის ახალი აგრეგატის შემუშავებას გულისხმობს. შემდეგი ნაბიჯი – ჰიბრიდებია, პირველი ბენზინ–ელექტრონული Lamborghini 2023 წლიდან გაჩნდება,

2024 წლიდან კი მთელი სამოდელო ხაზის ელექტროფიკაცია იგეგმება.

დასახული სტრატეგიის მიღწევა 1,5 მილიარდი ევროს ინვესტიციით იგეგმება და მთავარი მიზანი 2025 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის 50%–ით შემცირებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g