LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini მალე ძალიან სექსუალური გახდება

46

Lamborghini-ს ხმა სულ მალე ძალიან სექსუალური გახდება. იტალიურმა კომპანიამ შექმნა აკუსტიკური ლაბორატორია, რომელიც ბოლონიაშია განთავსებული და მისი მთავარი დანიშნულება სუპერქარის ხმაზე მუშაობაა. როგორც ბრენდის წარმომადგენელი აცხადებს, აკუსტიკური ოთახი მათ ეხმარებათ რომ ავტომობილის ხმა უკეთ გაარჩიონ და ის ბევრად უფრო სექსუალური გახადონ.

ახალი პროექტის ზუსტი დეტალები ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პირველი ექსპერიმენტი Lamborghini Huracan-ის მოდელზე ჩატარდება და მისი ძრავის ხმა მთლიანად შეიცვლება.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, მანქანა რომლის ღირებულებაც 200 ათასი დოლარია, თავის ღირებულებას ყველა პარამეტრით უნდა ამართლებდეს, მათ შორის ხმითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები