LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-ს ახალი Huracan სპეციალურად ცუდი გზებისთვის იქნება განკუთვნილი

11

Lamborghini-ს ახალი სპეციალურად ცუდი გზებისთვის იქნება განკუთვნილი. გამოცემა „Automobile”-ის ინფორმაციით, ავტომწარმოებელმა 7 ახალი მოდელი დააანონსა და მათგან ერთ-ერთი huracan Safari, სწორედ უგზოობისთვის იქნება გათვლილი. სიახლეს განსხვავებული დიზაინი და ბევრად გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლები ექნება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ავტომობილს 7 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავი ექნება და მისი სიმძლავრე 800-ს გადააჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად Huracan-ს მოდიფიცირებული „კუპე“ და „სპაიდერი“ აქვს შექმნილი და გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ სარბოლო „Performante”-ს პრეზენტაციაც გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები