კომპანია Lamborghini-ს დიდი სურვილი აქვს, რომ თავის კლიენტებს მექანიკაზე მომუშავე სუპერქარები შესთავაზოს, თუმცა ამას ვერ ახერხებს. კომპანიის წარმომადგენლებმა დაითვალეს და დაადგინეს, რომ მსგავსი ავტომობილის შექმნის თვითღირებულება საბოლოო ფასზე მეტი იქნება და ამიტომ არ ღირს.

როგორც ბრენდის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, მექანიკური გადაცემათა კოლოფი ყველაზე მეტად Huracan-ს მოუხდებოდა, თუმცა ხარჯიანობის გამო მასზე უარი თქვეს. რაც შეეხება „ავენტადორს“ მოდელი საკმაოდ უნიკალურია და დამატებითი გაუმჯობესება აღარ სჭირდება.
სწორედ ამიტომ, ბრენდი ამიერიდან მხოლოდ ეკონომიურ და დაბალბიუჯეტიან ავტომობილებს აწარმოებს.
