LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Urus თუ Tesla Model x – ორი სუპერქარი ერთმანეთს დაუპირისპირეს

106
tesla

სპორტული YouTube არხის DragTimes–ის წარმომადგენლებმა საინტერესო ავტორბოლა მოაწყეს. კროსოვერები ერთმანეთს კლასიკურ დისტანციაზე – 4 მილზე, ანუ 402 მეტრზე შეაჯიბრეს. რბოლა ფლორიდაში, Palm Beach International–ის ავტოდრომზე გაიმართა.

Lamborghini–ს კროსოვერი 4,0 ლიტრის მოცულობის ბიტურბო ძრავითაა აღჭურვილი და 650 ცხენის ძალას მოიცავს. ოფიციალური მონაცემებით, Urus–ს 100 კმ/სთ–ის განვითარება 3,2 წამში შეუძლია, თუმცა როგორც დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, ავტომობილი პირველ „ასეულს“ 3,2 წამში კრეფს. კროსოვერის მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ–ია. რაც შეეხება, ელექტრონულ Tesla Model X P100D–ს, მოდელი ორი ელექტროძრავითაა უზურნველყოფილი და 773 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სპორტქარი პირველ „ასეულს“ 3,1 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ–ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები