LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini წლის ბოლოს  უკანასკნელ Aventador-ს გამოუშვებს

97
lamborghini

ბრიტანულმა გამოცემა Evo-მ Lamborghini-ს ყველა მოდიფიკაციის დასასრული გამოაცხადა. იტალიურმა კომპანიამ სუპერქარის საბოლოო ვერსიის მთელი ტირაჟი უცებ გაყიდა და ყველაზე პოპულარულ მოდელზე შეკვეთების მიღება შეწყვიტა. ინჟინრები წლის ბოლომდე უკანასკნელ Aventador-ს ააწყობენ და შემდეგ უკვე ბრენდი მოდელი Countach-ის გაცოცხლებაზე იზრუნებს.

Lamborghini Aventador-ის დებიუტი 2011 წელს შედგა. საკულტო სუპერქარმა მოდელი Murcielago ჩაანაცვლა. 10 წლის განმავლობაში იტალიელებმა 10 ათასზე მეტი Aventador-ის გაყიდვა მოახერხეს, რამაც სუპერქარი ბრენდის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მოდელად აქცია.

სპორტქარი მოძრაობაში 6,5 ლიტრის მოცულობის V12 ძრავს მოჰყავს, რომელიც მოდიფიკაციის მიხედვით 700-დან 780 ცხენის ძალამდე ავითარებს. აგრეგატი 7-საფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g