„ლამის გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, წელს 7 ადამიანი გარდაიცვალა და 70 დაშავდა“,- ამის შესახებ დამსაქმებლისა და თანამშრომლების პრობლემაზე საუბრისას “ფორტუნას“ ეთერში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით გარკვეულწილად გამოსწორდა, თუმცა მაინც არასაკმარისია.
„წელს, ლამის გაჩერებული ეკონომიკის პირობებში 7 გარდაცვლილი და 70 დაშავებული გვყავს. ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ეს ძალიან ბევრია“,- აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.