Lampi მომხმარებელს ხისგან, მეტალისა და მინისგან დამზადებულ სანათებსა და ჟურნალის მაგიდებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ერთ-ერთმა დიზაინერმა, ანა გამისონიამ განაცხადა, მსურველებს ნივთების შეძენა 50-500 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პროდუქციის შეტანას სხვადასხვა მაღაზიებში გეგმავენ, ამ ეტაპზე კი მხოლოდ facebook-ის გვერდის საშუალებით იღებენ შეკვეთებს. შეკვეთიდან არა უგვიანეს 1 კვირაში კი კლიენტი სასურველ ნივთს მიიღებს. (https://www.facebook.com/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98-Lampi-972865696121059/?fref=ts )
”ლამპი – სამხატვრო აკადემიის ოთხი გოგონასგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც პროექტში: დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად მონაწილეობენ. ჩვენ გვქონდა იდეა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ GITA, მაქსიმალურად შეუწყო ხელი ჩვენი იდეის განხორციელებას. ჯგუფი ყველაფერს აკეთებს სრულყოფილი და მოთხოვნადი პროდუქტის თქვენამდე მოსატანად. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენს პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ფართის უქონლობა”, – განაცხადა გამისონიამ.
როგორც დიზაინერმა განმარტა, 1 თვეა რაც პროდუქციის რეალიზაცია დაიწყეს. ანა გამისონიასთან ერთად Lampi-ს ჰყავს კიდევ სამი დიზაინერი: მარიამ თოფურია, ნინო ამიროვი და თათია ნიკოლეიშვილი.