ლანა დელ რეი გაბედნიერდა. 39 წლის არტისტი „ალიგატორებზე მონადირეს“, ჯერემი დუფრენს გაჰყვა ცოლად. წყვილმა ლუიზიანაში იქორწინა. ამ დღეს პატარძალს თეთრი კაბა ამშვენებდა.
აღსანიშნავია, რომ ლანა რჩეულს რამდენიმე წელია რაც ხვდება, თუმცა ამ დროის განმავლობაში ის თავის რომანს საიდუმლოდ ტოვებდა. ეს დელ რეის პირველი ქორწინებაა.