ლანა დელ რეი Harper’s Bazaar-ის გარეკანზე მოხვდა. არტისტმა ფოტოსესიისთვის „პრადას“, „ალაიასა“ და Rodarte-ს ტანისამოსი მოირგო.
შეკითხვაზე, არის თუ არა მომღერალი ახლა შეყვარებული, ლანამ კატეგორიული პასუხი გასცა.
„არა არ ვარ შეყვარებული, მე ახლა აშკარად არ ვარ შეყვარებული. ადრე ვიყავი, მაგრამ აღარ. ბოლო 5 თვეა ტურნეში ვარ და სიმართლე გითხრათ, ამაზე არც ვფიქრობ“, – განაცხადა ლანამ.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ლანა დაოჯახდა.
მის რჩეულად მუსიკალური ტალანტების კომპანიის დირექტორს, ევან ვინიკერს ასახელებდნენ. ჭორების მიზეზი გახდა ის, რომ ლანა Billboard Women In Music Awards-ის დაჯილდოებაზე, წითელ ხალიჩაზე უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა.
ვიდეო: ლანა დელ რეიმ რამდენიმე დღე მიმტანად იმუშავა
ვიდეო: ლანა დელ რეიმ სიმღერა შეწყვიტა, რათა ელექტრო სიგარეტი ეპოვა
ლანა დელ რეი გაბედნიერდა – არტისტი ევან ვინიკერზე ფარულად დაქორწინდა