LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე: „იცით, სად ვგრძნობ საფრთხეს, რომ იქ არ დავბრუნდეთ, საიდანაც გამოვედით? როცა ვხედავ საზოგადოების გახლეჩას…“

163
lanagogoberidze

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე „ფორმულას“ ეთერში აღნიშნავს, რომ საზოგადოებას რადიკალიზმზე აქვს მოთხოვნილება, რაც მისთვის მიუღებელია, თავად ამ პოზიციაზე დადგომა არ სურს.

ლანა ღოღობერიძე:

„ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვქონდა რენესანსული ნამდვილი იდეები, მარტო რუსთაველი რად ღირს… ეს ყველაფერი ერთად დგას საფრთხის წინაშე. რომ ამბობენ, „დაანებეთ თავი ევროპას, რის ევროპა, რა ევროპა“, ეს ევროპა მხოლოდ სიტყვები კი არ არის, ეს არის ბედნიერად, თანასწორად, ღირსებით, კარგად ცხოვრება…

იცით, სად ვგრძნობ საფრთხეს, რომ იქ არ დავბრუნდეთ, საიდანაც გამოვედით? როცა ვხედავ საზოგადოების გახლეჩას. ჯერ არ გაგვიმთლიანებია ქვეყანა, ჯერ ნამდვილი დამოუკიდებლობა არ მოგვიპოვებია, ყოველ წუთას გვემუქრება საფრთხე ჩრდილოეთიდან, არის საბჭოთა კავშირის აღდგენის საფრთხე და იმის საფრთხე, რომ ჩვენ იქ აღმოვჩნდებით და ერთმანეთი უნდა ვჭამოთ? ამას ყველა ჩვენგანი თუ გაითავისებს, იმის დაშვებაც არ შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები