ლანჩხუთში არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბიჭს გუშინ საღამოდან ეძებდნენ და ბოლოს ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.