LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

183
ავარია ლანჩხუთში

ავარიას ლანჩხუთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ხაჯალიაში, გუშინ ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ტრასაზე მოძრავი ავტობუსი 28 წლის მამაკაცს საკუთარ სახლთან ახლოს დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. თვითმხილველების ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g