LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერი დააზიანეს

46731827_1445417962260460_5958223888528703488_n

ლანჩხუთში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერი დააზიანეს.შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენისას მოხდა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ბანერს მჟავა შეასხეს, თუმცა დეტალებზე დაზუსტებით ვერ საუბრობენ.

„გრიგოლ ვაშაძის პლაკატებისაც კი ეშინიათ, ოზურგეთში არ გააკვრევინეს, ლანჩხუთში „კისლატა“ შეასხეს,“ – აცხადებს კურიერთან  ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსი, კახა ასკურავა.

“ევროპული სტილის კამპანია ასეთი არ არის”- წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის ადმინისტრაციული შესწავლა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g