LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

127

 „გურიის თხილი“ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს.

როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს,  ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩა N 76-ის მიმდებარედ 1700.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  „გურიის თხილს“ სიმბოლურ ფასად გადასცა.

საინვესტიციო პირობების მიხედვით კომპანია 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება. კომპანია წლიურად 100 ტონა თხილის გადამუშავებას გეგმავს.  საწარმოს ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი ფერმერი მოსავალს თავის რეგიონშივე ჩააბარებს, რაც დამატებით ტრანსპორტირების ხარჯებს ააცილებს.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 202 საწარმო დაფინანსდა. ამასთან, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 428 მილიონ ლარს აჭარბებს და 8 600 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g