LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი 8 თეთრით გამყარდა

99
shutterstock-1529217662

ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2059 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0819 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7560 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8415 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები