ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 30 დეკემბერს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა და 2.4067 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0041 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2.6394 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 1.80%-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 37.19 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,18%-ით გაიზარდა და 30 დეკემბერს 1 უნცია ოქრო 1070.20 დოლარი ღირს.