ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 14 იანვარს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4158 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0070 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6124 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.95 %-ით გაძვირდა და 1 ბარელზე ფასმა 30.77 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,18 %-ით გაიზარდა და 14 იანვარს 1 უნცია ოქრო 1093.90 დოლარი ღირს.
