ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 21 იანვარს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0037 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4317 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0135 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6583 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.78 %-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 28.13 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,32 %-ით გაიზარდა და 21 იანვარს 1 უნცია ოქრო 1103.60 დოლარი ღირს.