LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

76
ლარი-დოლარი-2

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1221 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 1,65 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 2,58 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,685 ლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 7 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 17 ივლისს შევა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g