ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 12 თებერვალს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0080 პუნქტით გამყარდა და 2, 4736 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0059 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 7979 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 4.43 %-ით გაძვირდაა და 1 ბარელზე ფასმა 27.37 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,62 %-ით შემცირდა და 12 თებერვალს 1 უნცია ოქრო 1240.20 დოლარი ღირს.