ყოფილი პრემიერი და თავდაცვის მომავალი მინისტრი მის მიერ მოძიებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ამბობს, რომ სამინისტრო ათეულ მილიონს ხარჯავს ტყვია-წამლის შეძენაში.
ძალოვანი მინისტრების კანდიდატურები პრემიერობის კანდიდატმა წარადგინა.
შსს და თავდაცვის ახალი მინისტრების კანდიდატურები ცნობილია - ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდება
ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ამ მილიონობით ლარის დაზოგვას აპირებს და ბირთვუკლი იარაღის გარდა, ყველა სხვა ტიპის იარაღის წარმოებას გეგმავს.
“ჩემი მინისტრობისა და შემდეგ პრემიერობის დროს ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა საქართველოში ტყვიის საწარმოს პროექტი. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ და დღესვე დავიწყოთ ამის კეთება. ჩვენ ამას შევძლებთ”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ინიციატივა უმრავლესობამ უკვე მოიწონა. სოფიო კილაძეს იმედი აქვს, რომ იარაღის წარმოება ლარს გაამყარებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
“ეს ლარს უფრო მეტად გაამყარებს და შეიქმნება სამუშაო ადგილები და ქვეყანაც უფრო განვითარდება“, – ამბობს კილაძე.