ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 23 დეკემბერს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0050 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4033 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0223 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6278 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.69%-ით გაძვირდა და 1 ბარელზე ფასმა 36.39 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,03%-ით შემცირდა და 23 დეკემბერს 1 უნცია ოქრო 1074.50 დოლარი ღირს.