ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 6 იანვარს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0101 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4155 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0207 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6029 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.19%-ით გაძვირდა და 1 ბარელზე ფასმა 36.04 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,31%-ით გაიზარდა და 6 იანვარს 1 უნცია ოქრო 1079.10 დოლარი ღირს.