ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 12 იანვარს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0024 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4198 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0089 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6359 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 2.67 %-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 30.57 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,12 %-ით შემცირდა და 12 იანვარს 1 უნცია ოქრო 1095.20 დოლარი ღირს.